page social hongqi armenia

სოციალური პასუხისმგებლობა

ჰონცი ყურადღებას ამახვილებს ბიზნესის, ეკონომიკის, საზოგადოების და გარემოს კოორდინირებულ და მდგრად განვითარებაზე. ამასთან, მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და ისწრაფვის ისეთი შედეგისკენ, რომელიც ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სარგებელს ერთდროულად უზრუნველყოფს.

გარემოსდაცვითი მდგრადობა

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ჰონცი ახორციელებს განვითარების ახალ მოდელს, რომელიც ეფუძნება დაბალ ნახშირბადიანობას, რესურსების დაზოგვას, გადამუშავებას, ბალანსსა და მდგრადობას. ბრენდი აქტიურად უწყობს ხელს მწვანე განვითარებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ავითარებს ახალი ენერგიის მიმართულებას, ამცირებს მავნე ემისიებს და მუდმივად მუშაობს ეკოლოგიური გარემოს ხარისხის გაუმჯობესებაზე, რათა შექმნას უფრო ჯანსაღი და მდგრადი გარემო.


ჰონცი მუდმივად აუმჯობესებს ახალი ენერგიის მიმართულების განვითარების სტრატეგიას, ხელს უწყობს ახალი ენერგიის ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებას და პროდუქტის ინოვაციას. ამასთან, ბრენდი აძლიერებს თანამშრომლობას ახალი ენერგიის ინდუსტრიის მთელ ჯაჭვში და ხელს უწყობს მსოფლიოს ახალი ენერგიის ავტომობილების ინდუსტრიის ჯანსაღ და სწრაფ განვითარებას.

2019

Hongqi H5 -ის პირველი ორძრავიანი ჰიბრიდული სატესტო ავტომობილის საცდელი წარმოება წარმატებით დასრულდა.

Hongqi-ს საკუთარი წარმოების ორძრავიანი ჰიბრიდული ტრანსმისიის — DHT300-ის საცდელი წარმოება წარმატებით დასრულდა.

Hongqi-მ საწვავის ელემენტზე მომუშავე ავტომობილებისთვის განკუთვნილი პირველი ენერგეტიკული ბატარეის პაკეტი წარმატებით წარადგინა.

Hongqi E-HS3-მა „China New Energy Vehicle Competition“-ზე კომპაქტური სრულად ელექტრო SUV-ების კატეგორიაში გაიმარჯვა.

ჩვენი მდგრადი განვითარება დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ მოლოდინებსა და საჭიროებებს და მათთან თანამშრომლობით ხელს ვუწყობთ საზოგადოების მდგრად განვითარებას.

Hongqi–ს პირველმა სრულად ელექტრო ავტომობილმა — Hongqi EV-მ — ახალი ენერგიის ავტომობილების შეფასებისა და რალის კონკურსში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

2020

იმისთვის, რომ ახალი ენერგიის ავტომობილებში უზრუნველყოფილი იყოს ეკოლოგიურობა, უსაფრთხოების მაღალი დონე ყველა პირობებში და 600 კილომეტრამდე სავალი მარაგი, ჰონცი აგრძელებს ამ მიმართულების განვითარებას. სამომავლოდ ახალი ენერგიის ავტომობილები ჰონცის მოდელების 25%-ს შეადგენენ.

Hongqi E-HS9 – სრული ზომის ლუქს კლასის სრულად ელექტრო SUV — ოფიციალურად წარადგინეს. მოდელი შექმნილია ახალი ელექტრიფიცირებული ინტელექტუალური ქსელური ტექნოლოგიების პლატფორმაზე (FME) და წარმოადგენს ჰონცის ახალი ენერგიის ავტომობილების ფლაგმანურ მოდელს.

2025

ახალი ენერგიის ავტომობილებში მაღალი ეკოლოგიურობის უზრუნველსაყოფად, ჰონცი გეგმავს მყარტანიანი ბატარეების კომერციულ დანერგვას.

1,000 კილომეტრამდე სავალი მარაგის მქონე ახალი ენერგიის ავტომობილები ჰონცის გაყიდვების 40%-ს შეადგენენ.

2030

ახალი ენერგიის სფეროში მაქსიმალური ეკოლოგიურობის მისაღწევად, ჰონცი გეგმავს წყალბადის საწვავზე დაფუძნებული ტექნოლოგიების კომერციულ დანერგვას და განაწილებული ამძრავის ტექნოლოგიის ინდუსტრიულ განვითარებას.

ახალი თაობის ელექტრო და წყალბადზე მომუშავე ავტომობილები ჰონცის წარმოების 60%-ს შეადგენენ.

დაინტერესებული მხარეების მდგრადი განვითარება

ჩვენი მდგრადი განვითარება დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ მოლოდინებსა და მოთხოვნებს და მზად ვართ მათთან თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ საზოგადოების მდგრად განვითარებას.


ჰონცის მდგრადი განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციასთან, მათ ჩართულობასა და თანამშრომლობასთან. ბრენდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ მოლოდინებსა და მოთხოვნებს, ავითარებს ინფორმაციის გამჭვირვალედ გაზიარების არხებს და ქმნის დაინტერესებულ მხარეებთან დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი კომუნიკაციის მექანიზმებს.

hongqi armenia
hongqi armenia
hongqi armenia
hongqi armenia
hongqi armenia
hongqi armenia
hongqi armenia

Copyright © 2026 | ყველა უფლება დაცულია, შექმნილია SimportS-ის მიერ:

ზედა პანელზე გადასვლა